ენმ შიდა არჩევნების მოლოდინში - პარტია ახალ თავმჯდომარეს სავარაუდოდ, 20 დეკემბერს აირჩევს

17.11.22 12:52
ენმ შიდა არჩევნების მოლოდინში - პარტია ახალ თავმჯდომარეს სავარაუდოდ, 20 დეკემბერს აირჩევს

ვის აირჩევენ მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები ახალ თავმჯდომარედ - ეს სავარაუდოდ, 20 დეკემბერს გაირკვევა. 

"პირველების" ინფორმაციით, ენმ-ში შიდა პარტიულ არჩევნების თარიღად სწორედ წლის ბოლოს განიხილავენ. 

გუშინ, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის თავისი კანდიდატურა წამოაყენა.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ, 9 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკიდან განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ.

ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

ნადირაძის საპასუხოდ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ თქვა, რომ მზად არის, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. 

განცხადებიდან მალევე საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც, თუმცა გიორგი ჩალაძემ საკუთარი კანდიდატურა გუშინ მოხსნა. 

მსგავსი სიახლეები