ფასი არ აქვს, ნაკლებად საინტერესოა - კობახიძე სენატორების წინააღმდეგ

17.11.22 13:01
ფასი არ აქვს, ნაკლებად საინტერესოა - კობახიძე სენატორების წინააღმდეგ

შტატებიდან წამოსული კრიტიკის მთელი კასკადს „ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ სენატორების ნათქვამს ფასი არ აქვს.

კობახიძე ასევე ამბობს, რომ მისთვის ნაკლებად საინტერესოა, გადახედავს თუ არა ამერიკა პარტნიორული ურთიერთობისა და დაფინანსების საკითხს.

მეტიც, მმართველი გუნდის ლიდერი აცხადებს, რომ ამერიკიდან ენჯეოები ფინანსდებიან და სწორედ მათ უნდა ინერვიულონ ამაზე. 

დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის ენჯეოებზე, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას ფასი არ აქვს. ენჯეოები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე ინერვიულონ ენჯეოებმა“. - ამბობს კობახიძე.

"საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა" - უმწვავესი შეფასება სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე გავლენიანმა სენატორმა ჯინ შაჰინმა გააკეთა.

სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლება გონს არ მოეგება, მაშინ ამერიკა ქვეყანასთან ურთიერთობის სტრატეგიას გადახედავს.

 

მსგავსი სიახლეები