როცა გვეუბნებიან, რომ უკუსვლა გვაქვს, რაში? - დავითულიანი სენატორების უმწვავეს გზავნილზე
მმართველი გუნდის წევრს, ბექა დავითულიანს, სენატორებისგან აინტერესებს, თუ რაში აქვს უკუსვლა საქართველოს.
დავითულიანი ამერიკელ სენატორებს მეტ კონკრეტიკას სთხოვს.
როცა გევუბნებიან, რომ რაღაცაში უკუსვლა გვაქვს, რაში? - უნდა გვითხრან. ეს არ მომისმენია. დემოკრატია ძალიან ფართო ცნებაა. თუ ამას განგვიმარტავენ, რას გულისხმობენ, რასთან შედარებით არის უკუსვლა, იმასთან შედარებით, როდესაც ნახევარი ქვეყანა ციხეში იჯდა და წამების მსხვერპლი იყო, თუ იმასთან შედარებით, რაც შარშანწინ ხდებოდა“. - ამბობს ბექა დავითულიანი.
"საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა" - უმწვავესი შეფასება სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე გავლენიანმა სენატორმა ჯინ შაჰინმა გააკეთა.
სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლება გონს არ მოეგება, მაშინ ამერიკა ქვეყანასთან ურთიერთობის სტრატეგიას გადახედავს.