ინერვიულონ NGO-ებმა - კობახიძის მტკივებით, აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი არასამთავრობოებამდე მიდის

17.11.22 13:30
ინერვიულონ NGO-ებმა - კობახიძის მტკივებით, აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი არასამთავრობოებამდე მიდის

"აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე" - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ამერიკელი სენატორების განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დახმარების პაკეტს გადახედოს. 

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მისთვის "უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი".

დაფინანსების უდიდესი ნაწილი მოდის NGO-ებზე, ამიტომ ჩვენთვის ეს ნამდვილად არ არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება, ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი.

NGO-ები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე ინერვიულონ NGO-ებმა. ძირითადად, ეს არის NGO-ების დაფინანსება, უდიდესი ნაწილი არის მათი დაფინანსება - ამბობს კობახიძე.

 

მსგავსი სიახლეები