სენატის განცხადებები „ოცნებასთან“ დაკავშირებით უფრო და უფრო მწვავე ხდება - ბეჟაშვილი

17.11.22 13:34
სენატის განცხადებები „ოცნებასთან“ დაკავშირებით უფრო და უფრო მწვავე ხდება - ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის, თქმით, სენატის განცხადებები „ოცნებასთან“ დაკავშირებით უფრო და უფრო მწვავე ხდება.

ბეჟაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებები, შესაძლოა, საქართველოსთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ „ოცნებამ“  საგარეო კურსთან მიმართებაში უკვე სერიოზული კითხვის ნიშანები გააჩინა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და სწორედ ამან გამოიწვია სენატორების უმწვავესი კრიტიკაც.

სენატის განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში, „ოცნებასთან“ ხელისუფლებასთან მიმართებაში, სულ უფრო და უფრო მწვავე ხდება. სენატის წარმომადგენლების და კომიტეტის ეს განცხადებაც ამის ნათელი დადასტურებაა.

„ოცნებამ“ მოახერხა და საგარეო კურსთან მიმართებაში უკვე სერიოზული კითხვის ნიშანები გააჩინა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ასეთმა განცხადებებმაც შეიძლება, მთლიანად დასავლეთის პოლიტიკა შეცვალოს საქართველოსთან მიმართებაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

"საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა" - უმწვავესი შეფასება სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე გავლენიანმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა, გააკეთა.

სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გონს არ მოეგება, მაშინ ამერიკა ქვეყანასთან ურთიერთობის სტრატეგიას გადახედავს.

 

მსგავსი სიახლეები