ხაბეიშვილი სატირულ-კომიკური ფიგურაა - კობახიძე
„ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით „ნაციონალურ მოძრაობა“ სერიოზული ოლიგარქიული გავლენების ქვეშ იმყოფება.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ორი დაჯგუფებაა -მერაბიშვილ-კეზერაშვილისა და ნიკა მელიასი.
მისი თქმით, თავად თავმჯდომარის არჩევის პროცესი არავისთვის არის მნიშვნელოვანი, უფრო საინტერესო, კობახიძის განცხადებით, ხაბეიშვილის სატირულ-კომიკური ფიგურაა.
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პარტია არის სერიოზული ოლიგარქიული გავლენების ქვეშ. ამ გავლენებით წარიმართება ის პროცესები, რასაც პარტიაში ვხედავთ. ერთი დაჯგუფება არის მერაბიშვილ-კეზერაშვილის, რომელსაც წარმოადგენს ხაბეიშვილი, მეორე მხარეს კი არის ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები. სინამდვილეში, თავმჯდომარის არჩევის პროცესი არავისთვის არის საინტერესო. ერთი ფორმალური თავმჯდომარე მეორით შეიცვლება.
ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი. ხაბეიშვილის ფიგურა იმდენად სატირულ-კომიკურია, შეიძლება, ამაზე უფრო გაამახვილოთ ყურადღება“.- ამბობს კობახიძე.