ღარიბაშვილის სიმამრი თუ აფინანსებს პარტიას, რა შუაშია ივანიშვილი - კობახიძე TI-ის კვლევას 'სისულელეს" უწოდებს

17.11.22 14:05
ღარიბაშვილის სიმამრი თუ აფინანსებს პარტიას, რა შუაშია ივანიშვილი - კობახიძე TI-ის კვლევას 'სისულელეს" უწოდებს

მტკიცებულებებს, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტიას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები აფინანსებენ,  ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე სისულელეს უწოდებს. 

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ პრემიერ ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კავშირი არ დასტურდება: 

თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ გაგვიჭირდა 700 ათასი ლარის მიღება ისე,  რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ვერ დავმალეთ? სრული სისულელეა. ამოიღეთ სია და გავყვეთ სათითაოდ. 

რა შუაშია ბიძინა ივანიშვილთან თამაზ თამაზაშვილი? პრემიერის სიმამრია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერია პრემიერი და მისი სიმამრი აფინანსებს , რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? ,,ნაცმოძრაობასთან" დაახლოებულმა უნდა დაგვაფინანსოს, თუ ,,ქართულ ოცნებასთან"?

მხოლოდ გიგაურმა შეიძლება, ასეთი სისულელე მოიფიქროს - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი ნატო ხაინდრავაა, რომელიც ,,ქართუ ბანკთან" უშუალო კავშირშია, დამფინანსებელთა შორისაა პრემიერ ღარიბაშვილის სიმამარი, თამაზ თამაზაშვილიც. 

 

მსგავსი სიახლეები