საფლავზე ავტეხოთ ღვინის სმა? - ასეთ შემთხვევაში მეტ საფლავზე ვიქნებით მისასვლელი - ხუნდაძე
უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, ირწმუნება, რომ საფლავებზე გასვლის შეზღუდვა "პარტიულმა ტელევიზიებმა აჟიოტაჟისთვის" გამოიყენეს.
პარტიული ტელევიზიები მაშინვე წამოდგნენ ფეხზე და ტირაჟირებენ, თითქოს საშინელება ვაკეთებთ და პანდემიას მხოლოდ საფლავზე გასვლის აკრძალვით ვებრძვით. მთელი მსოფლიო პანდემიას პირბადის მოხმარებით, ფიზიკური დისტანციით, შეზღუდვებითა და ვაქცინაციით ებრძვის. აბა, რას გვთავაზობთ, რა ვქნათ? გავხსნათ რესტორნები, საფლავზე ავტეხოთ ღვინის სმა, მოვაწყოთ აქციები, გამოვაცხადოთ საყოველთაო დაუმორჩილებლობა, ვლანძღოთ ექიმები, გავაბითუროთ ვაქცინა და ამით დადგება უკეთესი შედეგი? ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ საფლავზე ვიქნებით მისასვლელი"- თქვა მან.