სუს-ის დაფინანსება იზრდება - ფინანსთა მინისტრი ოპოზიციის მწვავე კითხვების პირისპირ
სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს დაფინანსება 20%-ით ეზრდება - საქართველოს პარლამენტი ამ დროისთვის ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს განიხილავს. ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მოსულ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, მწვავე შეკითხვებს უსვამს.
იმ დროს, როცა ქვეყანა რეგიონში უმწვავესი გამოწვევების წინაშე დგას, რატომ ეზრდება დაფინანსება უსაფრთხოების სამსახურს და არა თავდაცვის სამინისტროს? - დაინტერესდნენ სხდომაზე მყოფი ხელისუფლების ოპონენტები.
იქნებ, აგვიხსნათ, რითია განპირობებული სუსის დაფინანსების ზრდა და რას აკეთებს ის იმის გარდა, რომ პოლიტიკური რეპრესითაა დაკავებული? - დაინტერესდა ,ენმ-ს წევრი, ადეპუტატი ანი წითლიძე.
ამ დროისთვის ფინანსთა მინისტრი ოპონენტთა შეკითხვებს პასუხობს.