ევროკომისრის პოზიტიური გზავნილების შედეგ, შაჰინის განცხადება ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის მცდელობაა - მდინარაძე
სენატორების უმწვავეს გზავნილს „ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ჯიმ რიშის განცხადებები, ევროკომისარ ვარჰეის ნათქვამზე პირდაპირ რეაქციაა.
როგორც მდინარაძემ ჯინ შაჰინის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, ამერიკელი სენატორის მიერ გაკეთებული განცხადება „ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის მცდელობაა“
ეს შეფასება ქალბატონი შაჰინის მხრიდან, ჩემი აზრით, არის პირდაპირი რეაქცია იმაზე, რაც თქვა ვარჰეიმ. გუშინ და გუშინწინ საქართველოს მიმართ ევროკომისრის მხრიდან იყო ძალიან პოზიტიური გზავნილები, ასევე ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან იყო ძალიან პოზიტიური გზავნილები და ამას, სამწუხაროდ, დღეს მოჰყვა მცდელობა, რომ ჩვენი ქვეყანა ნეგატიურ დღის წესრიგში გადაიყვანონ. ის დაფინანსებაზე ილაპარაკებდა, თუ რას მიაბამდა ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის მცდელობას, ამას მნიშვნელობა არ აქვს’, - განაცხადა მდინარაძემ.
"საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა" - უმწვავესი შეფასება სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე გავლენიანმა სენატორმა ჯინ შაჰინმა გააკეთა.
სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლება გონს არ მოეგება, მაშინ ამერიკა ქვეყანასთან ურთიერთობის სტრატეგიას გადახედავს.