თავისუფალი სამყარო თანხმდება, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ქვეყანამ უკუსვლა განიცადა - სამადაშვილი

17.11.22 16:04
თავისუფალი სამყარო თანხმდება, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ქვეყანამ უკუსვლა განიცადა - სამადაშვილი

სენატორების უმწვავესი გზავნილი - "ლელოს" ლიდერის სალომე სამადაშვილის ამბობს, რომ უკვე მთელი თავისუფალი სამყარო თანხმდება, რომ საქართველომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში უკუსვლა განიცადა.

სამადაშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, რომ ამერიკამ, შესაძლოა, დაფინანსების კუთხით საქართველოსთან ურთიერთობას გადახედოს.

დღეს, მთელი თავისუფალი სამყარო თანხმდება ერთ რამეზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი აფერხებს ამ ქვეყნის პროგრესს, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ქვეყანამ განიცადა უკუსვლა. ის, რომ სენატი უკვე განიხილავს, რომ უნდა გადაიხედოს ზეწოლის ბერკეტები „ოცნების“ ხელისუფლებაზე, მათ შორის ფინანსური დახმარების პაკეტების გადახედვის თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ არის საკმაოდ საგანგაშო“. - ამბობს სამადაშვილი.

"საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა" - უმწვავესი შეფასება სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე გავლენიანმა სენატორმა ჯინ შაჰინმა გააკეთა.

სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლება გონს არ მოეგება, მაშინ ამერიკა ქვეყანასთან ურთიერთობის სტრატეგიას გადახედავს.

მსგავსი სიახლეები