თუ დასავლეთი საქართველოს დაფინანსებას შეუწყვეტს, გაუკაცრიელება გველოდება - ვაშაძე

17.11.22 16:04
თუ დასავლეთი საქართველოს დაფინანსებას შეუწყვეტს, გაუკაცრიელება გველოდება - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პირდაპირ და ხაზგასმით ამბობს, რომ თუ დასავლეთი საქართველოს დაფინანსებას შეუწყვიტს, ჩვენს ქვეყანას გაუკაცრიელება ელოდება.

ვაშაძის თქმით, რაც კი საქართველოში პროექტებია გაკეთებული, ყველა დასავლეთიდან შემოსული ფულით განხორციელდა.

მარტო წელს, მილიარდ დოლარამდე შემოდის საქართველოში, რომლითაც გზები უნდა გაკეთდეს, რომლითაც უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, ელექტროსადენები და უამრავი პროექტი უნდა გაკეთდეს საქართველოში და სწორედ დასავლური ფულია ეს ყველაფერი. რო გახვალთ ქუჩაში, რაც კი არის გაკეთებული, ყველაფერი იქიდან შემოსული ფულია. და თუ ამაზე საქართველოს ეტყვიან უარს, ჩვენ გაუკაცრიელება გველოდება. ზუსტად ამაშია ეროვნული ინტერესების ღალატი, როდესაც ეს ადამიანები, ეს ფილიპე მახარაძეები და სერგო ორჯონიკიძეები ამბობენ, რომ თურმე ამას არანაირი ფასი არ აქვს“. - ამბობს გიორგი ვაშაძე.

"საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა" - უმწვავესი შეფასება სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე გავლენიანმა სენატორმა ჯინ შაჰინმა გააკეთა.

სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლება გონს არ მოეგება, მაშინ ამერიკა ქვეყანასთან ურთიერთობის სტრატეგიას გადახედავს, მათ შორის დაფინანსების კუთხითაც.

მსგავსი სიახლეები