რატომ ეზრდება სუსს დაფინანსება - რას ამბობს ფინანსთა მინისტრი
რატომ ეზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაფინანსება? ოპოზიციის კითხვაზე პასუხის გაცემას საპარლამენტო ტრიბუნიდან ფინანსთა მინისტრი მხოლოდ წლიური ანგარიშის ციტატებით შეეცადა.
ლაშა ხუციშვილის განმარტებით, სახელმწიფოსთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კომპონენტი, ამიტომაც უზრდის დაფინანსებას სუსს და ძალოვან უწყებებს.
ბუნებრივია, ხელფასები და უსაფრთხოების, მათ შორის ჯარის, პოლიციის მოტივაციის გაზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი კომპონენტია უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. სწორედ ეს მიმართულება არის ყველაზე მეტად გათვალისწინებული მომდევნო წელს.
არავის შეხსენება არ სჭირდება, რომ უსაფრთხოების კომპონენტი სახელმწიფოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ოდესმე არსებობდა. შესაბამისად, ეს დაფინანსება არის ძალიან მნიშვნელოვანი" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
2023 წლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაფინანსება 30 მილიონით ეზრდება. საიდანაც, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 22 მილიონი ლილუაშვილის უწყების თანამშრომელთა ხელფასების 20%-იან ზრდას მოხმარდება.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განსახილველად პარლამენტს გადაეცა.