ბიძინას ორ მტერ ირაკლის დღეს მესამე ირაკლიც დაემატა - გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის "მთავარი მტრები" არიან, დღეს მესამე , ირაკლი ზარქუაც შემოემატა.
ექსპერტი აცხადებს, რომ დასავლეთის მიმართულებით "ბრიყვული კომენტარებით" ,,ქართული ოცნების" დამფუძნებელს პრობლემებით ამძიმებენ:
ყოველთვის ვამბობდი, რომ ბიძინას პრობლემების დამძიმებაში განსაკუთრებული როლი ეკუთვნის მის ორ მთავარ მტერს - ორ ირაკლის, ღარიბაშვილის და კობახიძეს, თავისი ბრიყვული განცხადებებით დასავლეთთან მიმართებაში. ახლა გასამდა - ირაკლი ზარქუა დაემატა - წერს გია ხუხაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ზარქუამ, დღეს ამერიკელ სენატორს, ჯინ შაჰინს, ,,ბრიყვი და ჩათლახი" უწოდა.