აშშ-მ შესაძლოა, საქართველოსთან ურთიერთობის სტრატეგიას გადახედოს - უმძიმესი განაჩენი ივანიშვილის მთავრობას

17.11.22 19:36
აშშ-მ შესაძლოა, საქართველოსთან ურთიერთობის სტრატეგიას გადახედოს - უმძიმესი განაჩენი ივანიშვილის მთავრობას

საქართველოს საკითხს შეერთებული შტატების სენატი ორი საათის განმავლობაში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე განიხილავდა, ყველაზე გავლენიანმა ამერიკელმა სენატორებმა პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას უყურებენ და ამის შესაჩერებლად ერთადერთ გზას ხედავენ ეს ფინანსური სანქციებია. 

უმძიმესი კრიტიკის კასკადი ვაშინგტონიდან "ქართული ოცნებისთვის"  ნამდვილი შოკი იყო. პასუხი კი წარმოუდგენელი.

ამერიკელი სენატორების განცხადებებს მმართველ პარტიაში "შტერობა და სისულელე" უწოდეს. ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ირაკლი ზარქუამ, რომელმაც სენატორ შაჰინს "ჩათლახი" უწოდა. 

ამერიკელი სენატორების უმძიმეს განცხადებები  - პოლიტიკოსების შეფასებები, ნახეთ რუსუდან დუმბაძის სიუჟეტში

 

 

 

მსგავსი სიახლეები