სუსს დაფინანსება 30 მილიონით ეზრდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება ახალი წლიდან 30 მილიონით იზრდება. აქედან 22 მილიონი მხოლოდ თანამშრომლების ხელფასების ზრდას მოხმარდება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი დღეს პარლამენტარების წინაშე წარსდგა. ლაშა ხუციშვილი დეპუტატებს იმას უმტკიცებდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ იზრდება სუსისა და ძალოვანი სამინისტროების დაფინანსება.
ხელისუფლების გადაწყვეტილება ოპოზიციის უკმაყოფილების საბაბი გახდა.
ვრცლად იხილეთ ხატია სამხარაძის სიუჟეტი.