ბურჯანაძე, ნოღაიდელი და ოქრუაშვილი სააკაშვილს წლების შემდეგ პირველად შეხვდებიან - რა ჩვენებას მისცემენ პოლიტიკოსები?

17.11.22 20:16
ბურჯანაძე, ნოღაიდელი და ოქრუაშვილი სააკაშვილს წლების შემდეგ პირველად შეხვდებიან - რა ჩვენებას მისცემენ პოლიტიკოსები?

ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი და ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილს სასამართლო დარბაზში წლების შემდეგ პირისპირ პირველად შეხვდებიან. სააკაშვილის პოლიტიკურ მტრებად ქცეულ ყოფილ თანაგუნდელებს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები დაიბარებენ.

ციხეში სააკაშვილი ახლა სამი ყოფილი თანაგუნდელის ჩვენების საფუძველზე ზის, სასჯელის გადავადების პროცესზე კი კითხვების მათთან მესამე პრეზიდენტის დაცვას ექნება. 

ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი მზად არიან, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე მისასვლელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად მზად არიან.

ყოფილი მაღალჩინოსნების ჩვენებები, შესაძლოა, მესამე პრეზიდენტის საქმეში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.  სამივე პოლიტიკოსი  სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეებზე ბრალდების  მოწმეები ერთხელ უკვე იყვნენ.

სააკაშვილის სასჯელის გადავადების პროცესი ნოემბერშივე უნდა შედგეს, ადვოკატები ამბობენ, რომ დოკუმენტებს სასამართლოში 23 ნოემბერს გადაგზავნიან.

ვრცლად იხილეთ ნანუკა ქაჯაიას სიუჯეტი

 

 

 

მსგავსი სიახლეები