სააკაშვილის ექსპერტიზა დასრულდა - დაავადება ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლებას
რა დიაგნოზები აქვს მიხეილ სააკაშვილს - მესამე პრეზიდენტის სასამართლო ექსპერტიზა ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.
ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელმა 180 გვერდიანი დოკუმენტის ერთი ნაწილი სააკაშვილის დედას და უფლებადამცველებს უკვე გადასცა. აღნიშნული დასკვნა უცხეოლ ექიმებსაც გადაეგზავნებათ. მაღალი რეპუტაციის მქონე მედიკოსები დოკუმენტს ხელს მოაწერენ, რის შემდეგაც ადვოკატები სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ.
ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ დიაგნოაზები იმდენად მძიმეა, რომ არათუ სასჯელის გადავადებას, არამედ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ეს დასკვნა მზად არის. ჩემი ინფრომაციით,დ ასკვნა გადაეგზავნა ასევე ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტებს, ექიმებს. არ ვიცი ზუსტად ვის, როგორ, ვიცი, რომ სათარგმნადაც არის გაგზავნილი იმისთის, რომ შემდეგ გაეცნენ როგორც ქართველი, ასევე ევროპელი ექსპერტები, მოაწერონ ამ დოკუმენტს ხელი და ამის მერე ოფიციალურად გასაჯაროვდება. თუ შევხედავთ, რომ სასჯელის გადავადებას აკმაყოფილებს ეს დასკვნა მივმართავთ სასამართლოს სასჯელის გადავადებით, ხოლო თუ შევხედავთ, რომ სასჯელისგან გათავისუფლების დიაგნოზებია მითითებული, მაშინ მივმართავთ სასჯელისგან გათვაისუფლებაზე. ვნახოთ, არ გამორვიცხავ, რომ ორივე ერთობლივად დადგესს ალტერნატივის სახით, - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
ექსპერტიზის დასკვნებს მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივა-მედში" მისი ადვოკატები დღეს გააცნობენ.
ასევე, ცნობილია, რომ ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი დღეს გერმანიაში გაემგზავრა, შესაბამისად, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტის ექსპერტიზის პასუხებთან დაკავშირებით დღეს განცხადებები არ იქნება.