მიეცით მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის უფლება, გაუშვით სამკურნალოდ - ნიკოლოზ სააკაშვილი

18.11.22 11:29
მიეცით მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის უფლება, გაუშვით სამკურნალოდ  - ნიკოლოზ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი შვილისთვის სიცოცხლის უფლებას ითხოვს. მედიკოსის თქმით, წამზომი ჩართულია და მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ. 

ამასთან, ნიკოლოზ სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლებას ართმევს, ქვეყნისთვის არის შერაცხმყოფელი. 

დრო, წამზომი ჩართულია. შაბლონური ფრაზაა, მაგრამ მიყვარს მე ეს ფრაზა. დრო ძალიან სწრაფად გარბის. 2-3 დღეში, მაქსიმუმ ერთ კვირაში, კაცი, ადამიანი, პაციენტი, ყოველშემთხვევაში, არა პატიმარი, აუცილებლად უნდა გავიდეს უცხოეთში, სადაც რამდენიმე ქვეყანაში არის უკვე მზადყოფნა მისი დახვედრის მრავალპროფილიან კლინიკებში. მსოფლიო ზრუნავს მიშას ჯანმრთელობაზე და ჩვენ აქედან არ ვუშვებთ. ადამიანის სიცოცხლეზე, დაავადებაზე და გაჭირვებაზე იძახიან, რომ ეს არის ფეიკი და იცინიან...ეს ამაზრზენიც არის, შეურაცხმყოფელიც არის. ეს შეურაცხმყოფელია არა მიშასთვის, არა ჩვენი ოჯახისთვის, არამედ შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები