"დღევანდელი დღის მთავარი შეკითხვა არის..." - პრემიერს პარლამენტში მწვავე კითხვებით შეიარაღებული ოპოზიცია ელოდება

18.11.22 11:29
"დღევანდელი დღის მთავარი შეკითხვა არის..." - პრემიერს პარლამენტში მწვავე კითხვებით შეიარაღებული ოპოზიცია ელოდება

პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ელოდებიან.

ევროკომისრის მკაცრი მესიჯების, ამერიკელი სენატორების თითის კაკუნით ნათქვამისა და ევროპარლამენტის მორიგი მწვავე რეზოლუციის შემდეგ, მთავრობის მეთაურს პარლამენტში მწვავე კითხვებით შეიარაღებული ოპოზიცია ელოდება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, პრემიერისგან აინტერესებს, თუ რა გზას ირჩევს „ოცნება“. ოპოზიციონერი ლიდერი მტკიცებულებების წარმოდგენასაც აანონსებს და ამბობს, რომ ვიხილავთ, თუ როგორ ახდენს საბოტაჟს მთავრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

დღევანდელი დღის მთავარი შეკითხვა არის, რა გზას ირჩევს „ოცნება“. ირჩევს გზას, რომელიც არის ქართველი ერის არჩევანი, თუ ირჩევს გზას რუსეთისკენ, რომელიც უკიდეგანოდ  მიგვაქანებს ჭაობისკენ, განუვითარებლობისკენ და მონობისკენ. ნახავთ მტკიცებულებებს, წარმოდგენილს ჩვენი მხრიდან, თუ როგორ ახდენს საბოტაჟს მთავრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ზუსტად ერთ საათში მივა. 
 

მსგავსი სიახლეები