"აგენტი ხარ... " - რა მიაძახა ტრიბუნიდან ჩამოსულ ვაშაძეს მდინარაძემ პარლამენტში
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის მოსმენა დაიწყო.
ევროკომისრის მკაცრი მესიჯების, ამერიკელი სენატორების თითის კაკუნით ნათქვამისა და ევროპარლამენტის მორიგი მწვავე რეზოლუციის შემდეგ, მთავრობის მეთაურს პარლამენტში მწვავე კითხვებით შეიარაღებული ოპოზიცია დახვდა.
პირველი გამომსვლელი სხდომაზე გიორგი ვაშაძე იყო, რომელმაც მთავარობას უთხრა, რომ მათი არჩევანი მონობისა და ლაჩრობის არჩევანია.
გამოსვლის დასრულების შემდეგ, ტრიბუნიდან ჩამოსულ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს მამუკა მდინარაძემ აგენტი უწოდა.
"აგენტი ხარ, ორმაგ დავალებებს ასეულებ" - მიაძახა მდინარაძემ ვაშაძე.
პრემიერ ღარიბაშვილის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართება.