ამერიკის ელჩის მიმართ უფრო ზომიერი განცხადებები უნდა გაკეთდეს - ირაკლი ღარიბაშვილი

18.11.22 13:26
ამერიკის ელჩის მიმართ უფრო ზომიერი განცხადებები უნდა გაკეთდეს - ირაკლი ღარიბაშვილი

ამერიკის ელჩის მისამართით უფრო ზომიერი განცხადებები უნდა გაკეთდეს!  - ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ,,ქართული ოცნების" რიგებიდან ფორმალურად წამოსულ პოლიტიკოსებს მიმართა და მოუწოდა, დასავლელი პარტნიორების მიმართ ზომიერება შეინარჩუნოს.

კითხვები დასვით, მაგრამ არ შეიძლება, ზომიერება დაარღვიოთ - განაცხადა პრემიერმა.

 ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, უფრო შემწყნარებლური იყვნენ ,,ხალხის ძალის" წევრების მიმართ და არ განკიცხონ.

ეს ჩემი აზრია, რომ ამერიკის ელჩის მისამართით უფრო ზომიერი განცხადებები გაკეთდეს. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონი, დავსვათ კითხვები, მაგრამ არ შეიძლება, ზომიერება დავარღვიოთ. 

ჩვენ გვჭირდება ზომიერი და პრაგმატული მოქმედება. ეს ჩემი პოზიციააა.

შეიძლება, განსხვავებები მქონდეს ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან, მაგრამ ეს ყველა ადამიანის დემოკრატიული უფლებაა, რომ ამთ განსხვავებული აზრი ჰქონდეთ და მათ ნუ განიკითხავთ, ნუ განკიცხავთ.

საწინააღმდეგო აზრები ერთმანეთს გავუზიაროთ, მაგრამ არ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფების მიყენება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის გამყარება. - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა ისიც განმარტა, რომ ,,ხალხის ძალის" წევრები ,,ოცნებიდან" ისე წავიდნენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველი პარტია უმრავლესობას დაკარგავდა და ვერც ერთ კანონს ვერ მიიღებდა.  

მსგავსი სიახლეები