გვახსოვს, როგორ ეძახდით ყოფილ თანაპარტიელს კოკაინშიკს და მაზაკვალს - ბუჩუკური პრემიერს
ვიდრე პრემიერი ოპოზიციას ასწავლიდა, რომ ერთამენთის შეურაცხყოფა მიუღებელია, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა ირაკლი ღარიბაშვილს გაახსენა, როგორი შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამკობდნენ ყოფილ თანაპარტიელ გიორგი გახარიას.
ბუჩუკურმა პრემიერს უთხრა, რომ მისი მხრიდან ამგვარი ლექციების კითხვა, უხერხულია.
პრემიერი აქ ლექციას კითხულობდა, რომ თურმე არ შეიძლება შეურაცხყოფა. ნამვდილად არ შეიძლება ერთმაენთის შეურაცხყოფა, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს პერსოლურად ირაკლი ღარიბაშვილი და მთელი მისი გუნდი, როგორ ეძახდა მის ყოფილ თანაპარტიელს კოკაინშიკს, მაზაკვალს, მოღალატეს... ეს ყველას ძალიან კარაგდ გვახსოვს, ამიტომ უხერხული პერსონალურად თქვენი მხრიდან და თქვენი გუნდის მხრიდან ვინმესთვის იმის მოწოდება, რომ შეურაცხყოფა არ შეიძლება. დიახ, არ შეიძლება, ბატონო ირაკლი, - თქვა ანა ბუჩუკურმა.