ანტიკორუფციულის უფროსს ნიშნავს პრემიერი, ვინც თანამდებობიდან კორუფციის გამო გაათავისუფლეს - შალვა კერესელიძე

18.11.22 14:00
ანტიკორუფციულის უფროსს ნიშნავს პრემიერი, ვინც თანამდებობიდან კორუფციის გამო გაათავისუფლეს - შალვა კერესელიძე

გახარიას პარტიის წევრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორუფციაში დადო ბრალი. შალვა კერესელიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვა: რამდენად ეფექტური იქნება, ანტიკორუფციული სამსახურის შეფს რომ პრემიერი ნიშნავს, რომელიც რამდენიმე წლის წინ სწორედ კორუფციის გამო გაუშვეს თანამდებობიდან.

რაც შეეხება ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, ,,ოცნებამ" წარმოადგინა პროექტი, რომლის ფუნქციაც სამსახურის არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა, არამედ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაა და ასევე სხვადასხვა თეორიული ფუნქციები, რომელიც არაფრის მომტანია.

რაც ყველაზე მთავარია, ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რამდენად ეფექტური იქნება ეს, ის პრემიერი ნიშნავს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ,,ოცნების" პარტიის ხელმძღვანელმა თანამდებობიდან სწორედ კორუფციის გამო გაათავისუფლა. - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

 საქართველოს პარლამენტში პრემიერ ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები