მოახერხეთ ის, რომ საქართველოდან ახალგაზრდები გარბიან და შემორბიან რუსები - ბუჩუკური პრემიერს

18.11.22 13:59
მოახერხეთ ის, რომ საქართველოდან ახალგაზრდები გარბიან და შემორბიან რუსები - ბუჩუკური პრემიერს

"მოახერხეთ ის, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები  საუბრობენ უკუსვლაზე დამოკრატიული განვითარების გზაზე", - ამ სიტყვებით მიმართა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა, პრემიერს. ოპოზიცონერმა დეპუტატმა ირაკლი ღარიბაშვილს ყველა ის ფაქტი  ჩამოუთვალა, რომელიც მოქმედი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის უკუსვლაზე მეტყველებს. 

ამასთან, ბუჩუკურმა პრემიერს პირდაპირ უთხრა, რომ თუკი საქართველო ევროპული პერსპექტივის უნიკალურ შანსს გაუშვებს, ეს მხოლოდ მისი და "ოცნების" პასუხისმგებლობა იქნება. 

მოახერხეთ ის, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები ბოლო 2 წლის განმავლობაში საუბრობენ უკუსვლაზე დამოკრატიული განვითარების გზაზე, ეს მაშინ, როდესაც საქართველო წლების განმავლობაში იყო მოწინავე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით ტრიოს კონტექსტში, მოახერხეთ ის, რომ საქართველოდან ახალგაზრდები გარბიან და შემორბიან რუსები, მოახერხეთ პირადად თქვენ და თქვენმა გუნდმა და გააკეთეთ ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით არის 83%-ით გაზრდილი... თქვენ აქ გამოდიხართ და საუბრობთ ყველაფერზე და არაფერზე... საუბრობთ წარსულზე, მაგრამ ერთი, რაც პირადად თქვენ და თქვენი გუნდის თითოეულმა წევრმა უნდა იცოდეს, რომ თუკი ეს ქვეყანა ევროპული პერსპექტივის უნიკალურ შანსს გაუშვებს, ეს იქნება პერსონალურადდა  თქვენი გუნდის თითოეული წევრის პეროსნალური პასუხისმგებლობა, - თქვა ბუჩუკურმა. 

მსგავსი სიახლეები