მოძალადეებს, ან ფემიციდის მსხვერპლებს რა მესიჯს უგზავნით? - ანა ნაცვლიშვილის მიმართვა პრემიერს

18.11.22 15:10
 მოძალადეებს,  ან  ფემიციდის მსხვერპლებს რა მესიჯს უგზავნით? - ანა ნაცვლიშვილის მიმართვა პრემიერს

თქვენ არც ერთხელ არ გამოხმაურებიხართ ფემიციდის ძალიან მძიმე შემთხვევებს. ამიტომ მთავარია, რა მესიჯს უგზავნით მოძალადეებს და მსხვერპლებს - ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი, პრემიერ ღარიბაშვილს მიმართავს, დააფიქსიროს პოზიცია ბოლო დროს გახშირებულ ფემიციდის ფაქტებთან დაკავშირებით.

ევროკავშირის რეკომენდაციების მე-9 პუნქტი ეხება ქალთა მიმართ ძალადობას. ამ ძალადობის აღმოფხვრაში პარლამენტს აქვს თავისი როლი, მაგრამ დღეს ძალიან მძიმე ფაქტის წინაშე დავდექით. ისევ ქალი მოკლეს თბილისში. ეფექტური რეაგირება ასეთ შემთხვევაში ვისი პაქსუხისმგებლობაა? ეფექტური პრევენცია და ეფექტური განხორცილება მართლმსაჯულების? 

აქ არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა? მიკვირს და ამიტომ შეგახსენებთ, რომ თქვენ არც ერთხელ არ გამოხმაურებიხართ ფემიციდის ძალიან მძიმე შემთხვევებს. 

გამოიყენეთ პარლამენტის ტრიბუნა და გააგებინეთ მოძალადეებს თქვენი ხმა. თქვენ, როგორც პრემიერი, ვის მოსწონხართ და ვის არა, არ არის მნიშვნელოვანი. 

მთავარია, რას ეუბნებით მოძალადეებს, რა მესიჯს უგზავნით მოძალადეებს, ასევე, რა მესიჯს უგზავნით მსხვერპლებს - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა მიმდინარეობს. ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილს მწვავე შეკითხვებს უსვამს. 

 

მსგავსი სიახლეები