კობახიძის მტკიცებით, სააკაშვილმა ციხიდან გათავისუფლების მიზნით თვითდაზიანებები მიიყენა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ცენტრ "ემპათიის" სამედიცინო დასკვნას არსანდოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ის ენმ-სთან არის კავშირში. ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ტავის დაღწევის მიზნით თვითდაზიანებებს იყენებს და რეალურად, ის ცუდად არ არის.
„ემპათია“ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ენჯეო და ამ ენჯეოს დასკვნას არ აქვს არავითარი ფასი. მან მიიყენა თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით. ეს არის კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკა, ამას მიმართა ერთ-ერთმა დამნაშავემ, რომელიც სასჯელს იხდის ციხეში. ასეთი რარაცეები ვერ ხდება და არც უნდა გახდეს, ბუნებრივია, პატიმრის გათავისუფლების საფუძველი. მათ უნდათ არა სამედიცინო საფუძლით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება. არავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება. სასამართლო თუ იქნება გადაწყვეტილებას, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა, მაგრამ არავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება, - თქვა კობახიძემ.
მესამე პრეზიდენტის სასამართლო ექსპერტიზა ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.
ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელმა 180 გვერდიანი დოკუმენტის ერთი ნაწილი სააკაშვილის დედას და უფლებადამცველებს უკვე გადასცა. აღნიშნული დასკვნა უცხეოლ ექიმებსაც გადაეგზავნებათ. მაღალი რეპუტაციის მქონე მედიკოსები დოკუმენტს ხელს მოაწერენ, რის შემდეგაც ადვოკატები სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ.
ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ დიაგნოაზები იმდენად მძიმეა, რომ არათუ სასჯელის გადავადებას, არამედ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გათავისუფლებას მოითხოვენ.