ვაშაძე ორმაგი კი არა, ერთმაგი აგენტი უფრო მგონია, ის მოღალატეა - კობახიძე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი ვაშაძე ორმაგი აგენტი კი არა უფრო „ერთმაგი აგენტია“ , რადგან გარკვეულ დავალებებს ასრულებს.
მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მოღალატეა და ეს ყველამ კარგად იცის.
კობახიძე ასევე ამბობს, რომ გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სამარცხვინო ადამიანები არიან.
ორმაგი აგენტი არ ვიცი, მე მგონი, გიორგი ვაშაძე უფრო „ერთმაგი აგენტია“. „ორმაგი“ შეიძლება გარკვეული ინტერპრეტაცია იყო. რაც შეეხება მის თანაგუნდელებს, მაგალითად ერთ-ერთი არის ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის ოფიციალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუსულ რუბლს იღებს. ასევე არის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც არ დავაკონკრეტებ, რას აჩვენებს რუსებს
ვაშაძე არის მოღალატე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. მისი თითოეული ნაბიჯი მოღალატეობრივია და ეს მთლიანად ომისა და ღალატის პარტიას ეხება, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს. მე არ მგონია, რომ ამას ისინი დავალების გარეშე აკეთებენ. ვაშაძე მოღალატე არის იმის გამო, რომ ის არის მისი მოწოდება, არამედ იმის გამო, რომ ის დავალებებს ასრულებს,“ - განაცხადა კობახიძემ.