არ მგონია, რომ ორგანიზაცია „ემპათია“ სახელმწიფოზე უფრო ემპათიური იყოს - დავითულიანი

18.11.22 15:35
არ მგონია, რომ ორგანიზაცია „ემპათია“ სახელმწიფოზე უფრო ემპათიური იყოს - დავითულიანი

"ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი ირწმუნება, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილისთვის  ყველა აუცილებელი ღონისძიება იქნება გატარებული. დეპუტატის თქმით, ორგანზიაცია „ემპათია“ სახელმწიფოზე უფრო ემპათიური ვერ იქნება. 

მე არ მგონია, რომ ორგანზიაცია „ემპათია“ სახელმწიფოზე უფრო ემპათიური იყოს, ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუციები თუ ჩათვლიან საჭიროდ, რომ დამატებითი მკურნალობა ან  რაიმე ღონისძიება განახორციელონ იმისთვის, რომ პატიმრის ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამას განახორციელებენ. პატიმრის გადაყვანა-არგადაყვანის საკითხი წყდება პენიტენციური სისტემსი დონეზე, შესაბამისად, პოლიტიკური გადაწყვეტილება ეს უბრალოდ ვერ იქნება, - ამბობს ბექა დავითულიანი. 

მსგავსი სიახლეები