სააკაშვილის დიაგნოზები ძალიან მძიმეა და ციხიდან გათავისუფლების საფუძველია - მარიან ჯიშკარიანი

18.11.22 15:39
სააკაშვილის დიაგნოზები ძალიან მძიმეა და ციხიდან გათავისუფლების საფუძველია - მარიან ჯიშკარიანი

ორგანზიაცია "ემპათიას" ხელმძღვანელი "პირველებთან" პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზები ძალიან მძიმეა და მისი ციხიდან გათავისუფლების საფუძველია. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, აღნიშნული დიაგნოზები მესამე პრეზიდენტს ციხეში შესვლამდე არ ჰქონია. 

დიაგნოზები ძალიან ბევრი და აქედან არის წამყვანი რამდენიმე.ამ ბევრი დიაგნოზებიდან არის დიაგნოზები, რომლებიც არის ძალიან მძიმე და გათავისუფლების საფუძველი. ჩვენი რეკომენდაციით, საჭიროებს რაც შეიძლება სწრაფად გაყვანას როგორც დიაგნოსტიკური ასევე შემდგომში სამკურნალო თვალსაზრისით. ამ დიაგნოზებიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას არ ჰქონია ეს მდგომარეობები ციხეში შევსლამდე. რა მოხდა ციხეში?, - ამბობს ჯიშკარიანი. 

მესამე პრეზიდენტის სასამართლო ექსპერტიზა ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.  

ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელმა 180 გვერდიანი დოკუმენტის ერთი ნაწილი სააკაშვილის დედას და უფლებადამცველებს უკვე გადასცა. აღნიშნული დასკვნა უცხეოლ ექიმებსაც გადაეგზავნებათ. მაღალი რეპუტაციის მქონე მედიკოსები დოკუმენტს ხელს მოაწერენ, რის შემდეგაც ადვოკატები სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ. 

ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ დიაგნოაზები იმდენად მძიმეა, რომ არათუ სასჯელის გადავადებას, არამედ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გათავისუფლებას მოითხოვენ. 

 

მსგავსი სიახლეები