ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება, ამ ქვეყნის პრემიერი იყოს - სალომე სამადაშვილი
,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, ქვეყნის პრემიერს პოლარიზაციის გაღვივებაში დებს ბრალს და აცხადებს, რომ სანამ ღარიბაშვილი ოპოზიციაზე შეურაცხმყოფელი ტონით საუბრობს, მანამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ილუზიაა.
ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება, ამ ქვეყნის პრემიერი იყოს - თქვა საპარლამენტო ტრიბუნიდან სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ,,ოცნების" მთავარ მიღწევად იმ ფაქტს ასახელებს, რომ წინა ხელისუფლების მიერ მიღწეულ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მათ უგემოვნოდ შერჩეული მუსიკის თანხლებით მოაწერეს ხელი.
სანამ ასე ისაუბრებს ამ ქვეყნის პრემიერი, ამ ტრიბუნიდან, ვერანაირ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს ეს სახელმწიფო.
ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს. ეს უნდა დასრულდეს, რათა საქართველოს მიეცეს შანსი, გახდეს ევროპული ქვეყანა.
თქვენი ხელისუფლების ერთადერთი მიღწევა ის იყო, რომ ძალიან უგემოვნოს შერჩეული მუსიკის ქვეშ ხელი მოაწერეთ იმ შეთანხმებებს, რომელზეც თქვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ იმუშავა.
სულ მაინტერესებდა, ,,შალახო" რატომ აირჩიეთ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას. უცნაური გემოვნება გაქვთ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში.