„კოლაბორაციონისტის მნიშვნელობა იცი საერთოდ?“ - დაპირისპირება მანჯგალაძესა და "ოცნების" ლიდერებს შორის

18.11.22 15:30
„კოლაბორაციონისტის მნიშვნელობა იცი საერთოდ?“ - დაპირისპირება მანჯგალაძესა და "ოცნების" ლიდერებს შორის

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პრემიერს უკრაინაში არჩასვლაზე მიუთითა

„საქმე მაქვს, უკრაინაში ვერ ჩავალ. რა ვერ მოიცალეთ ასეთი, რა დაკავებული ხართ? 7-8ჯერ იყავით აზიაში, ერთი უკრაინაში რომ ჩასულიყავით, რა იქნებოდა?“ - უთხრა მანჯგალაძემ ღარიბაშვილს.

ოპოზიციონერის ამ განცხადებას მმართველი გუნდიდან არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.

„ჩვენ რომ ვიყავით ჩასულები, სად იყავით თქვენ?“ - უპასუხა თალაკვაძემ მანჯგალაძეს.

„ოცნების“ ამ ნათქვამის შემდეგ, პაატა მანჯგალაძემ მმართველი გუნდის წევრებს კაპიტულანტები და კოლაბორაციონისტები ეძახა, რაზეც მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს ჰკითხა, თუ იცის ამ სიტყვების მნიშვნელობა.

„კოლაბორაციონისტის მნიშვნელობა იცი საერთოდ?“ - უთხრა მდინარაძემ მანჯგალაძეს.
 

მსგავსი სიახლეები