დოკუმენტს არ ვიცნობ, ამიტომ კომენტარი ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება - ივანიშვილის ადვოკატი EPP-ს რეზოლუციაზე
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფის რეზოლუციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. საუბარია EPP-ს დოკუმენტზე, რომელიც ოლიგაქრის პერორსოანლურ დასანქცირებას ითხოვს. მისივე თქმით, დოკუმენტს არ იცნობს, ამიტომ ამასთან დაკავშირებით რაიმე სახის შეფასებისგან თავს შეიკავებს.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ამ დრომდე ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით მხოლოდ უსაფუძვლო და არაარგუმენტირებული პოზიციები ჟღერდებოდა.
დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვისმენდით უსაფუძვლო და არაარგუმენტირებულ შეფასებებს და პოზიციებს. რაც შეეხება EPP-ს რეზოლუციას, ჩემი პროფესია მკარნახობს იმას, რომ ჯერ დოკუმენტს გევეცნო და მერე გავაკეთო კომენტარები. ვინაიდან დოკუმენტს არ ვიცნობ, ამიტომ კომენტარი ჩემი მხრიდან იქნება არასერიოზული, - თქვა ადვოკატმა.