"კარგი შედეგის მოლოდინში ვართ" - ოლიგარქის ადვოკატი ირმწუნება, რომ Credit Suisse-თან დავა პოზიტიურად მიმდინარეობს

18.11.22 16:14
"კარგი შედეგის მოლოდინში ვართ" - ოლიგარქის ადვოკატი ირმწუნება, რომ Credit Suisse-თან  დავა პოზიტიურად მიმდინარეობს

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის ბანკი ბიძნა ივანიშვილს საკუტარ ანგარიშებზე წვდომას ამ დრომდე არ აძლევს, ოლიგარქის ადვოკატი ირწმუნება, რომ პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს. ვიქტორ ყიფიანმა ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ იურიდიული ფირმა საკითხზე კომენტარს საჭიროების შემთხვევაში გააკეთებს. 

პროცესი მიდის პოზიტიურად. მე წინა კომენტარებში მითქვამს, არის გარკვეული წინსვლა მთელი რიგი საკითხების მიხედვით. რაც შეეხება უფრო ვრცელ კომენტარს, ვრცელ შეფასბეას, ეს არ არის ის ფორმატი, მე არაერთგზის მითქვამს, როდესაც ასეთი რთული, ასეთი კომლექსური დავები ასე ფეხზე დგომით დაკომენტარებას ერთ წუთში იტანს და გუობს, ამიტომ ამის თაობაზე ჩვენი ფირმა საგანგებო განცხადებას და შეფასებას გააკეთებს მაშინ, როცა ამის საჭიროება იქნება, მაგრამ ვიმეორებ, დინამიკა არის ძალიან დამაიმედებელი, პოზიტიური და ჩვენ მხოლოდ კარგი შედეგის მოლოდინში ვართ, - თქვა ადვოკატმა. 

მსგავსი სიახლეები