კრემლის წიგნიდან ამონაწერს მაგონებს - დეგნანი კობახიძეს და "ხალხის ძალას" პასუხობს
ამერიკის ელჩმა დღეს „ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ დაფინანსებას ამერიკიდან არასამტავრობოები იღებენ და მათ უნდა იდარდონ ამის თაობაზე.
გარდა ამისა, დეგნანმა უპასუხა „ხალხის ძალის“ ინიციატივასაც, რომლის მიხედვითაც ენჯეოებს დაფინანსება უნდა შეუმცირდეს.
მისი თქმით, ეს კრემლის სახელმძღვანელოს ნარატივს ჰგავს და მისთვის წარმოუდგენელიდ გამაოგნებელია ასეთი განცხადების გაკეთება.
დეგნანმა ასევე შეახსენა მმართველი გუნდის წევრებს, რომ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ თავიანთი საქმიანობა ბევრმა სწორედ არასამთავრობო სექტორში დაიწყეს.
ეს ნამდვიალდ მაგონებს კრემლის სახელმწიფო წიგნიდან ამონაწერს, იმიტომ, რომ ეს არ შედის საქართველოს ინტერსებში. მე, ჩემი პირადი გამოცდილებიდან რაც მინახავს საქართველოში, უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ არასამთავრობოები და სამოქალაქო საზოგადოება. ჩემთვის ძალიან დამაბნეველია ის ფაქტი, რომ ასეთი დამოკიდებულებაა სამოქააქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ, იმიტომ, რომ ბევრმა მმართველმა პარტიის წევრმა საკუთარი კარიერა ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორში დაიწყეს.