გათავისუფლდეს სააკაშვილი და გვარამია - EPP -მ საქართველოში არსებული მძიმე რეალობის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

18.11.22 17:30
გათავისუფლდეს სააკაშვილი და გვარამია - EPP -მ საქართველოში არსებული მძიმე რეალობის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

,,ევროპის სახალხო პარტიამ" საქართველოში არსებული მძიმე რეალობის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.

დოკუმენტს, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნაა, ხმა ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის უმრაველსობამ მისცა. 

ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, უზრუნველყოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და გადაყვანა სხვა ქვეყანაში მკურნალობისთვის და გაათავისუფლოს ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია ციხიდან. 

ასევე  EPP მოუწოდებს ევროკავშირს და დემოკრატიულ პარტნიორებს დააწესონ პერსონალური სანქციები ოლიგარქ ივანიშვილის წინააღმეგ, რადგან ის ახდენს საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს და საფრთხეს უქმნის საქართველოს და რეგიონულ უსაფრთხოებას. 

ცნობისთვის, ევროპის სახალხო პარტია ყველაზე დიდი პოლიტკური ჯგუფია ევროპარლამენტში, მისი წევრია ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკომისარი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
 

მსგავსი სიახლეები