EPP -ს რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია, რომ ივანიშვილი უნდა დაექვემდებაროს დასავლურ სანქციებს - ნიკა მელია

18.11.22 18:16
EPP -ს რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია, რომ ივანიშვილი უნდა დაექვემდებაროს დასავლურ სანქციებს - ნიკა მელია

რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია, რომ არაფორმალური მმართველი, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სახით უნდა დაექვემდებაროს დასავლურ სანქციებს - ,,ევროპის სახალხო პარტიის" მიერ მიღებულ რეზოლუციას ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, განმარტავს, რომელიც EPP -ს ყრილობაზე იმყოფებოდა.

ნიკა მელია ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის ფონზე გაგვიჭირდება დასავლეთთან ინტეგრაცია.

ეს რეზოლუცია ამბობს, რომ არსებული პოლიტპატიმრების პირობებში, დასანანია, მაგრამ ეს ხაზსაგასასმელი ფაქტია, გაჭირდება ქვეყნის ევროინტეგრაცია, ქვეყნის სრულფასოვანი წევრობა ევროპულ ოჯახში. 

რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია, რომ არაფორმალური მმართველი, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სახით უნდა დაექვემდებაროს დასავლურ სანქციებს. 

როცა ევროპის კონტინენტზე რეჟიმი არის უკონტროლო და არ ექვემდებარება დემოკრატიულ წესწყობილებას, ამ რეჟიმის სულისჩამდგმელი კი არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, დიახაც, აქედან გამომდინარეობს მთელი რიგი კასკადი რეზოლუციებისა, რომელიც გამოიცემა ევროკავშირის მხრიდან ერთი მეორეს მიყოლებით ბოლო პერიოდის განმავლობაში - ამბობს ნიკა მელია.

,,ევროპის სახალხო პარტიამ" საქართველოში არსებული მძიმე რეალობის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.

დოკუმენტს, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნაა, ხმა ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის უმრავლესობამ მისცა. 

,,ევროპის სახალხო პარტია" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, უზრუნველყოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და გადაყვანა სხვა ქვეყანაში მკურნალობისთვის და ასევე, გაათავისუფლოს ციხიდან ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი, ნიკა გვარამია. 

 

მსგავსი სიახლეები