გიორგი ვაშაძე: სააკაშვილს ციხეში კლავთ! - "ოცნება": უარესის ღირსია

18.11.22 18:08
გიორგი ვაშაძე: სააკაშვილს ციხეში კლავთ! - "ოცნება": უარესის ღირსია

„სტრატეგია აღმაშენებელის“ლიდერმა დღეს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს ციხეში კლავს.

„არასდროს მისცემენ იმ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს, რომელიც საკუთარ პრეზიდენტს, რომელიც ფაქტობრივად, ჯანმრთელობის ისეთ პრობლემას უქმნის, რომ ციხეში კლავს. თქვენ გგონიათ, რომ ვინმე ტაშს დაგიკრავთ ამ ადამიანს თუ ციხეში მოკლავთ? - თქვა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის ამ განცხადებას რეპლიკები მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სხდომატა დარბაზში.

„უარესის ღირსია, თუ გაინტერესებს“. - იყო მმართველი გუნდის წევრების შეძახილები.
 

მსგავსი სიახლეები