პარლამენტმა თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩია
მე-10 მოწვევის პარლამენტმა თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩია. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
კუჭავას კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 6 იყო.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ამ დრომდე არჩილ თალაკვაძე იყო. თალაკვაძემ პოსტი 24 აპრილს დატოვა და კანდიდატად კახა კუჭავა დაასახელა.