რაც ნაცებმა მიუშვირეთ რუსებს 2008-ში, ის მიუშვირა ჯაფარიძემ მოგვიანებით - კობახიძე
"რაც თქვენ მიუშვირეთ რუსებს 2008 წელს, ის მიუშვირა ჯაფარიძემ მოგვიანებით, როგორც "გირჩის" წარმომადგენელმა,- ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას.
"ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ცნობილია იმით, რომ არ ვიტყვი, რა მიუშვირა რუსებს თავის დროზე. რაც თქვენ ყველამ ერთად მიუშვირეთ რუსებს 2008 წელს, ის მიუშვირა მან მოგვიანებით, როგორც "გირჩის" წარმომადგენელმა. ეს არის თქვენი დამოკიდებულება რუსეთთან - იმის მიშვერა, რაც არ შეიძლება, რუსებს მიუშვირო," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.