ხელების ბრახუნი, ისტერიული სიცილი და სიმღერა სხდომათა დარბაზში - დიდი საცირკო წარმოდგენა პარლამენტში

18.11.22 19:14
ხელების ბრახუნი, ისტერიული სიცილი და სიმღერა სხდომათა დარბაზში - დიდი საცირკო წარმოდგენა პარლამენტში

ხელების ბრახუნი მაგიდაზე, ისტერიული სიცილი, მუსიკის მოსმენა და შეძლებისდაგვარად ცეკვაც - „ქართულმა ოცნებამ“ დღეს პარლამენტში ოპონენტებთან  დებატებისთვის სწორედ ეს სტილი აირჩია,  ბიძგი კი მათ პრემიერმა მისცა. ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ისევ შინაარსისგან დაცლილი იყო. პემიერი მხოლოდ ოპოზიციაზე თავდასხმით და  მათი დაცინვით შემოიფარგლა.

ამასთან, პრემიერის გამოსვლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ხელისუფლება ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს.  პრემიერმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას პირდაპირ თქვა, რომ "ქვეყნისთვის საზიანო დირექტივების შესრულების დრო წავიდა". ღარიბაშვილმა  თქვა, რომ ევროკავშირის კანდიდატის  სტატუსი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი აღარ არის.

"დიდი საცირკო წარმოდგენა" პარლამენტში ვრცლად რუსუდან დუმბაძის სიუჟეტში იხილეთ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები