აშშ-ს ელჩი "ოცნების" და ივანიშვილის არაფორმალური დაჯგუფების ქმედებებში რუსულ კვალს ხედავს - რა თქვა დეგნანმა

18.11.22 19:29
აშშ-ს ელჩი "ოცნების" და ივანიშვილის არაფორმალური დაჯგუფების ქმედებებში რუსულ კვალს ხედავს - რა თქვა დეგნანმა

სენატორი შაჰინის "ჩათლახად" მოხსენიება "ქართული ოცნების" დეპუტატს, ირაკლი ზარქუას პოლიტიკური ფასი უჯდება. აშშ -ის ელჩი მოსმენილით გაოგნებული დარჩა და პირდაპირ თქვა, რომ დეპუტატმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. დიპლომატის თქმით, ზარქუას საქციელი  შეუფერებელი და არასათანადო იყო. 

ამერიკის ელჩის კრიტიკის სამიზნე დღეს მხოლოდ ზარქუა არ ყოფილა. დეგნანმა რუსული კვალი დაინახა იმ შტურმზე, რომელიც  ივანიშვილის არაფორმალურმა  დაჯგუფებამ  არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ დაანონსა.

კანონპროექტი, რომლის დარეგისტრირებასაც ანტიდასავლური კამპანიის ავტორები პარლამენტში გეგმავენ, ამერიკელი დიპლომატისთვის კრემლის წიგნიდან ამონაწერს ჰგავს. სწორედ რუსული ხელწერით აპირებენ ივანიშვილის დაჯგუფების წევრები დაფინანსების წყაროები ჩაუკეტონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა კრიტიკაც მათ ნერვებს  ხშირად უშლით.

უფრო ვრცლად რა თქვა კელი დეგნანმა იხილეთ რუსუდან ჯაბანიშვილის სიუჟეტში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები