სააკაშვილს დემენცია აქვს - სპეცილისტები მიიჩნევენ, რომ მესამე პრეზიდენტი სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს
მიხეილ სააკაშვილს დემენცია აქვს - მესამე პრეზიდენტს მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის და მეტყველების დაქვეითება დაუდასტურდა. ექვსთვიანი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადვოკატებს დღეს გადასცეს. დოკუმენტს ხელ 16 ქართველი და უცხოელი მედიკოსი აწერს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის 16 დიაგნოზი მისი ციხიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს.
სამედიცინო დოკუმენტი მზად არის, თუმცა მისი გასაჯაროვება სასამართლო დარბაზში მოხდება. დასკვნა "ვივა-მედის" პალატაში მესამე პრეზიდენტს დღეს დედამ გააცნო.
უმძიმესი დოკუმენტის არსებობამ აზრი საბოლოო შედეგის დადგომამდე დაკარგა. "ოცნების" თავმჯდომარემ დღეს სასამართლოს პირდაპირ მიუთითა, რომ სააკაშვილისთვის სასაჯელის გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე არც კი უნდა იფიქროს.
ირაკლი კობახიძემ, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური ტყვეა და იმდენი ხანი იქნება პატიმრობაში, ვიდრე ამას ივანიშვილი ინებებს.
ვრცლად იხილეთ ნანუკა ქაჯაიას სიუჟეტში.