ოპოზიცია სააკაშვილისა და ბოკერიას მძევლობისგან გათავისუფლდა - ირაკლი ზარქუა

27.04.21 14:38
 ოპოზიცია სააკაშვილისა და ბოკერიას მძევლობისგან გათავისუფლდა - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ,, ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა, გამოვიდა და ოპოზიციას პოლიტიკური მძევლობისგან გათავისუფლება მოულოცა.

მე მიხარია, რომ დღეს როგორც იქნა, ჩამოყალიბდა ოპოზიცია. მიხვდა, რომ დიალოგსა და კონსტრუქციულ დებატებს ალტერნატივა არ გააჩნია. ასევე, მინდა მოგილოცოთ, რომ ოპოზიცია გათავისუფლდა სააკაშვილის და ბოკერიას მძევლობისგან და ამას თქვენც აღიარებთ სხვადასხვა ეთერებში - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღეს ოპოზიციის 6 თვიანი ბოიკოტი დასრულდა,  - ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევიდა. საკანონმდებლო ორგანოში შესულები ამბობენ, რომ მათი მიზანი შარლ მიშელის შეთანხმების საბოლოო შესრულებაა, რის შემდეგაც ნიკა მელია და გიორგი რურუა საპყრობილეს დატოვებენ. 

პარლამენტში იმყოფებიან:  ,,ლელო", ,,სტრატეგია აღმაშენებელი", ,,რესპუბლიკური პარტია:", ,,გირჩი - მეტი თავისუფლება", ,,გირჩი", ასევე, ინდივიდუალურად - სალომე სამადაშვილი და  შალვა შავგულიძე.

ბოიკოტს აგრძელებენ ,,ნაციონალური მოძრაობა" ,,ევროპული საქართველო", ,,ლეიბორისტული პარტია" და ,,პატრიოტთა ალიანსი".

 

მსგავსი სიახლეები