ჩემი პოზიცია უცვლელია - ბაქრაძე განმარტავს, რატომ არ მივიდა პარლამენტში

27.04.21 14:40
ჩემი პოზიცია უცვლელია - ბაქრაძე განმარტავს, რატომ არ მივიდა პარლამენტში

ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ბაქრაძე, განმარტავს, რატომ არ მივიდა ის დღევანდელ პლენარულ  სესიაზე  სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად. ბაქრაძის თქმით, პარლამენტში მუშაობას მას შემდეგ გააგრძელებს, რაც ციხეს ნიკა მელია და გიორგი რურუა დატოვებენ. 

პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ხელს ვაწერ და ვუერთდები მის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას, როგორც კრიზისის განმუხტვის და საქართველოს ევროპული კურსის შენარჩუნების მექანიზმს, მაგრამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საქმეში კონკრეტული შედეგების მიღწევამდე სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობა შეუძლებლად მესახება. აღნიშნული პოზიციის შესაბამისად, დღეს არ ვესწრები პარლამენტის პლენარულ სხდომას და არ ვმონაწილეობ მის მუშაობაში. ჩემი პოზიცია უცვლელია - საპარლამენტო საქმიანობაში ჩემი სრულფასოვანი ჩართვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კონკრეტული შედეგების დადგომის, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლების და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოების და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ", - თქვა ბაქრაძემ. 

 შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის სესიაზე შეთანხმების ხელმომწერი დეპუტატები მივიდნენ. პარლამენტში არ მივიდნენ პარტიები :  „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიობორისტული პარტია“.

მსგავსი სიახლეები