მძიმე მეტალები სააკაშვილის ორგანიზმში - მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს?

19.11.22 14:23
მძიმე მეტალები სააკაშვილის ორგანიზმში - მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს?

მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს - ეჭვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტოკსიკაციასთან დაკავშირებით მისი ოჯახის წევრები და ადვოკატები გამოთქვამენ.

ვერცხლის წყალი, ბარიუმი და კალიუმი - ცნობილია იმ მომწამვლელი ნივთიერების დასახელება, რაც მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ექსპერტებმა აღმოაჩინეს.

მიხელ სააკაშვილის დედა მისი შვილის სამედიცინო დასკვნის გაცნობის შემდეგ დოკუმენტის ტოქსიკოლოგიური ნაწილზე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. 

იმ ჩამონათვალში არის ვერცხლისწყალი და დასკვნაში არის ინფორმაცია, რა შეიძლება, გამოიწვიოს ვერცხლისწყალმა ორგანიზმში, ამ გარკვეულმა ნორმამ. მერე არის ბარიუმი, კალიუმი, ესეც ინტოკსიკაციაა. 

ეს მაჩვენებლებიც იძლევა საფუძველს, რომ დაუყონებლივ იქნეს გათავისუფლებული. მე ვფიქრობ, რომ ეს ნითიერებები ორგანიზმში შესაძლოა, მხოლოდ ხელოვნურად მომხდარიყო. ადამიანი მარტო, იზოლირებულად არის და თვითონ ვერ გადაყლაპავდა ამას -  ამბობს გიული ალასანია. 

ექსპერტიზის დასკვნას გიული ასალანია გუშინ გაეცნო და ამბობს, რომ მისი შვილის ორგანიზმში  მაღალი რეპუტაციის მქონე ტოქსიკოლოგებმაა მძიმე მეტალები აღმოაჩინეს. ეს ყველაფერი კი მას კიდევ უფრო უღრმავებს ეჭვს იმის შესახებ, რომ შვილი მოუწამლეს.

ინფორმაციას ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ვალერი გელბახიანიც.

ექსპერტები მიუთითებენ იმაზე, რომ ის ნიშნები, რაც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები არის აღმოჩენილი ბიოფსიური კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში. ეს არის საფუძველი, ითქვას, რომ მოწამლულია. სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება. 

ეს მოწამვლა კი, ბუნებრივია, მოხდა იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი ახლა იმყოფება. ვიდრე შევიდოდა ამ კლინიკაში, მას არანაირი ნიშნები არ აღენიშნებოდა. ეს ალბათობაა და გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუ ხანგძლივობა დაემთხვევა ,,ვივა მედში" ყოფნის პერიოდს, ბუნებრივია, მაშინ ეს კლინიკა იქნება პასუხისმგებელი. თუ არადა, მაშინ ის დაწესებულება, სადაც ის მანამდე იყო მოთავსებული - განაცხადა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები აპირებენ, გამოძიების მოთხოვნით როგორც საქართველოს  ხელისუფლებას, ასევე უცხოეთის სახელმწიფოებსაც მიმართონ.

მოლოდინი არის, რომ ჩვენთან ამ საქმეს არაჯეროვნად გამოიძიებენ, მაგრამ მაინც უნდა მივმართოთ. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ პარალელურად მივმართოთ საერთაშორისო საგამოძიებო ინსტიტუტებს. - ამბობს ვალერი გელბახიანი.

მსგავსი სიახლეები