ევროპულ გზაზე საქართველოს ერთადერთი დაბრკოლება ბიძინა ივანიშვილია - ნიკა მელია

19.11.22 15:32
ევროპულ გზაზე საქართველოს ერთადერთი დაბრკოლება ბიძინა ივანიშვილია - ნიკა მელია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიგფინგზე საზოგადოებას ლისაბონში ვიზიტის შედეგები გააცნო, სადაც ნიკა მელია ,,ევროპის სახალხო პარტიის" ასამბლეაზე იმყოფებოდა.

ენმ-ს ლიდერმა ბრიფინგი 1 წლის წინ გადრდაცვლილი თანაპარტიელის, ნუგზარ ფუტკარაძის, ხსენებით დაიწყო.

1 წელი გავიდა ,,რუსული ოცნების" მიერ ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობიდან. ნუგზარ ფუტკარაძემ იბრძოლა და შეეწირა იდეას, საქართველოს გამარჯვების იდეას. ამ ერთად დაწყებულ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და პროცესს დავასრულებთ. ამას გვავალდებულებს ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნა - განაცხადა ნიკა მელიამ.

,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ ლისაბონში ,,ევროპის სახალხო პარტიის" მიერ მიღებული რეზოლციის მნიშვნელობასა და ევროპაში მისი ვიზიტის შედეგებზე ისაუბრა.

ბრიუსელში შეხვედრები მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენლებთან და ევროპარლამენტარებთან.

ევროპელი მეგობრები სრულიად იზიარებენ ჩვენს სწრაფვას დასავლეთისკენ და გვეხმარებიან, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახ-ს სრულფასოვანი წევრი. 

დღეს ევროპას აქვს ერთიანი, მკაფიო პოზიცია, რომ ჩვენი ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის კანდიდატობიის რეკომენდაციებს. 

ლისაბონში ჩატარდა ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების - ,,ევროპის სახალხო პარტიის" ასამბლეა, რომელმაც მიიღო რეზოლუცია, რომ საქართველოს ხელისუფლება აფერხებს ევროპულ პერსპექტივას. 

ჩვენ ვუყურებთ, რომ ერთადერთი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე არის ბიძინა ივანიშვილი. ამ აზრს იზიარებენ აშშ-ის სენატშიც. 

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის უმთავრესი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება საქართველოს თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაცია, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და მისი გადაყვანა დასავლურ სამედიცინო კლინიკაში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და მედიის თავისუფლება. 

თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე - თქვა ნიკამ მელიამ.

,,ევროპის სახალო პარტიამ" ლისაბონის ასამბლეაზემ იიღო რეზოლუცია, სადაც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, უზრუნველყოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და გადაყვანა სხვა ქვეყანაში მკურნალობისთვის, გაათავისუფლოს ტელეკომპანია ,,მთავარის" დირექტორი, ნიკა გვარამია ციხიდან, ასევე მოუწოდებს ევროკავშირს და დემოკრატიულ პარტნიორებს, დააწესონ პერსონალური სანქციები ოლიგარქ ივანიშვილის წინააღმეგ, რადგან ის ახდენს საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს და საფრთხეს უქმნის საქართველოს და რეგიონულ უსაფრთხოებას.

,,ევროპის სახალხო პარტია" ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფია ევროპარლამენტში, მისი წევრია ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკომისარი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მსგავსი სიახლეები