გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც შეთანხმებას ხელის მოაწერა, პარლამენტში არ მივიდა

27.04.21 14:50
გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც შეთანხმებას ხელის მოაწერა, პარლამენტში არ მივიდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ინდივიდუალური დეპუტატის რანგში მოაწერა ხელი დღეს პარლამენტში არ გამოჩენილა. 

საკანონმდებლო ორგანოში არ მისულა დოკუმენტზე ხელმომწერი კიდევ ერთი პოლიტიკოსი - "ევროპული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე. 

ვაშაძეს გადაწყვეტილების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, რაც შეეხება ბაქრაძეს, პოლიტიკოსი ამბობს, რომ პარლამენტში მუშაობას მას შემდეგ გააგრძელებს, რაც ციხეს ნიკა მელია და გიორგი რურუა დატოვებენ. 

მსგავსი სიახლეები