პრემიერის სიმამრის კვალი ცნობილი რუსი პროპაგანდის სკანდალურ საქმეში - ძალადობაში ბრალდებულს თამაზაშვილი მფარველობს?

19.11.22 20:40
პრემიერის სიმამრის კვალი ცნობილი რუსი პროპაგანდის სკანდალურ საქმეში - ძალადობაში ბრალდებულს თამაზაშვილი მფარველობს?

არასრულწლოვანი შვილების ცემის, ზეწოლისა და არაადამიანური მობყრობის შემზარავი ფაქტები - საქმე რუსეთის მოქალაქე სამ მცირეწლოვანს ეხება. 

დედა, ცნობილი რუსი ტოპმოდელი და მსახიობი ტატიანა აბრამენკოა, მამა კრემლის პრპაგნდისტი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ სოლოვიოვი

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტატიანა აბრამენკო რუსეთის სასამართლომ შვილებზე ძალაოდბის ბრალდებით გაასამართლა და პატიმრობაში გაუშვა. ქალი საქართველოში შვილებთან ერთად გამოიქცა, თუმცა მისი თქმით, მთელი ჯოჯოხეთი სწორედ ამის შემდეგ დაწყო. 

ვლადიმერ სოლოვიოვი საქართველოში ჩამოდის და ყოფილი ცოლის ცოლის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. კაცს ხელთ აქვს ცოლის მიერ შვილების ცემის შემზარავი კადრები.  ვიდეო მასალაში, რომლიც სოციალურ ქსელში სოლოვიოვის ქართველა ადვოკატმა გაასაჯაროვა, ჩანს ბაშვეზე ძალადობის ორი ეპიზოდი. პირველში - დედა შვილს საწოლზე ანარცხებს, შემდეგ კი აბაზაში გაჰყავსს და სცმეს.

ყველაფერი თავდაყირა მას შემდეგ დადგა, რაც უკვე თბილისში ჩამოსულმა ბავშვებმა ქართველ გამომძიებლებს შოკისმომგვრელი ჩვენებები მისცეს. მცირეწლოვნები ჩვენებებში ამბობენ, რომ მათ მამა განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდა და სასტიკად სცემდა.  მიუხედავად მძიმე ფაქტებისა, გამოძიებამ ბავშვების მამა დაკითხვაზე არც კი გამოიძახა. ტატიანა აბრამენკო კი ეჭვობს, რომ გავლენიან რუს პროპაგანდისტს, რომელიც პუტინის მოკავშირეა, საქართველოში მფარველობენ. 

ვლადიმერ სოლოვიოვს ბრალი გუშინ მხოლოდ მას შემდეგ წაუყენეს, რაც "შაბათის ეთერმა" საკითხზე მუშაობა დაიწყო და საჯარო კითხვები დასვა. 

ყველაზე საინტერესოა, ვლადიმერ სოლოვიოვის ყოფილი ცოლის ინტერვიუა. რუსი ტოპ მოდელი ამტკიცებს, რომ "მოძალადე ქმარს" საქართველოში ყოფილი პრემიერის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი მფარველობს. 

ბოლო ინფორმაციით, ვლადიმერ სოლოვიოვმა საქართველო რამდენიმე საათის წინ დატოვა. უცნობია, სად არის მესამე ბავშვი, რომელიც მამასთან იყო. 

გახმაურებული საქმის ყველა დეტალი ნახეთ, მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟში: 

 

 

 

მსგავსი სიახლეები