"ალ-ქაიდასთან" კავშირში მყოფი ქილერი საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს - სად იყო სუსი?

19.11.22 21:06
"ალ-ქაიდასთან" კავშირში მყოფი ქილერი საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს - სად იყო სუსი?

"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - ირკვევა, რომ "ალ-ქაიდანთან" კავშირში მყოფი ქილერი საქართველოში ერთი თვისა და 20 დღის განმავლობაში ისე ცხოვრობდა, სამთავრობო კვარტალში ისე გადაადგილდებოდა, რომ სუს-მა ვერაფერი გაიგო. 

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ, მოპოვებული, დაქირავებული ქილერის ჩვენების გაშიფვრის შემდეგ დგინდება, რომ თბილისში ებრაელი დიპლომატის მოსაკლავად გამოგზავნილი პაკისტანის მოქალაქე, საქართველოში ისე შემოვიდა, რომ არანაირი დაბრკოლება არ შექმნია.

ირკვევა, რომ პაკისთანის მოქალაქე, ამირ ხანი  საქართველოში 2022 წლის 14 სექტმებერს ჩამოვიდა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთა. ირკვევა, რომ დუბაი-თბილისის რეისს ირანული სპეც სამსახურების გავლენიანი აგენტი, სახელად სუფიანი ელოდება, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ამირ ხანამდე ორი კვირით ადრე ჩამოვიდა. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ორივე მათგანი ვაშლიჯვარში, წინასწარ ნაქირავებ ბინაში დასახლდა. ირკვევა, რომ სუფიანი და ამირ ხანი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იარაღით მოვაჭრეებთან შეხვედრებს კონსპირაციულ ბინაში მართავდნენ, თუმცა ქართველი სპეც სამსახურები ამ ამბავს უბრალოდ ვერ ამჩნევდნენ. სუს-მა მხოლოდ 2022 წლის 4 ნოემბერს გაიგო, რომ ქვეყანაში საეჭვო პირები იყვნენ შემოსული და ნაქირავებ ბინაში იარაღსაც ინახავდნენ.

რაც შეეხება ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის ლიკვიდაციის გეგმას, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ "ისრაელის სახლის" ხელმძღვანელი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. იციკ მოშე ახლა ცოცხალი მხოლოდ იმიტომაა, რომ დაქირავებულ მკვლელს ნერვებმა უმტყუნა. 

ქილერი ჩვენებაში წერს, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე "ისრაელის სახლის" ხელმძღვანელისთვითის ყელის გამოჭრის შანსი ორჯერ ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ბიზნესმენის დანით მკვლელობა გადაიფიქა და პისტოლეტი მოითხოვა. ორმა ადამიანმა იარაღი მას ნაქირავებ სახლში ვაშლიჯვარში მიუტანა.

ამირ ხანი ჩვენებაში წერს, რომ იარაღის მიღების შემდეგ ებრაელი ერთი მიზეზით ვერ მოკლა - მკვლელობის შემკვეთმა სხვადასხვა პისტოლეტი და ტყვიები გაუგზავნა. ვაზნები კი იარაღში უბრალოდ ვერ ჩაატია. 

ამ დრომდე უცნობია, სად გაქრა ნაქირავები ბინიდან ირანის სპეც სამსახურების გავლენიანი თანაშრომელი, რომელიც ებრაელი დიპლომატის მკვლელობას თბილისში გეგმავდა და ამზადებდა. სავარაუდოდ, იმის გამო რომ სუმა ამბავი დროულად ვერ გაიგო, ტერაქტის ორგანიზატორი ქვეყნიდან ისე გავიდა რომ მისთვის კითხვაც არ დაუსვამთ. 

"ალ-ქაიდანთან" კავშირში მყოფი ქილერი საქართველოში - ნახეთ ნატალია ქაჯაიას რეპორტაჟი

 

მსგავსი სიახლეები